top of page

პროექტების მართვის პროგრამა

​​

პროექტის მართვის ინსტრუმენტების ცოდნა ერთია.

როგორ იმოქმედო, როდესაც გეგმა რეალობას ეჯახება — სულ სხვაა.

​

ამ პროგრამაში ერთი სიმულირებული პროექტის ფარგლებში დაგეგმავ, მიიღებ გადაწყვეტილებებს და რეაგირებას მოახდენ ცვლილებებზე, შეზღუდვებსა და მოულოდნელ სიტუაციებზე პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე.

​

იმისთვის, რომ რეალური პროექტის გამოწვევებს უკეთ მომზადებული შეხვდე.

​14 ონლაინ შეხვედრა | 38 საათი

​

პროგრამის დასრულების სერტიფიკატი​

​

დაწყება: 19 ოქტომბერი
ღირებულება: 950 ლარი    
ადგილების რაოდენობა: შეზღუდული

ენა: ქართული

​​​

 

ვისთვის არის პროგრამა?

​

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს პროექტების მართვის სისტემური ცოდნის მიღება და რეალურ სამუშაო სიტუაციებში მისი გამოყენებისთვის უკეთ მომზადება. პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის წინასწარი გამოცდილება აუცილებელი არ არის.

​​

პროგრამა გამოგადგება, თუ:

  • გეგმავ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე გადასვლას;

  • უკვე მართავ პროექტს ან პროექტის ნაწილს და გინდა ცოდნის სტრუქტურირება;

  • შენს სამუშაოში უფრო მეტ პროექტის პასუხისმგებლობას იღებ;

  • ხარ სპეციალისტი ან გუნდის წევრი და გინდა პროექტის მთლიანად მართვისთვის საჭირო ცოდნის განვითარება;

  • პროექტის მართვის ცალკეულ ინსტრუმენტებს იცნობ, მაგრამ გინდა დაინახო, როგორ უკავშირდება ისინი ერთმანეთს პროექტის მთლიან ციკლში.

​​

​

პროგრამის მეთოდოლოგიური საფუძველი

​

პროგრამის შინაარსი შემუშავებულია PMI-ის პროექტების მართვის სტანდარტებისა და PMBOK® Guide – Eighth Edition-ის გათვალისწინებით.

​​

რას ისწავლი?

​

პროგრამის დასრულების შემდეგ გეცოდინება, როგორ:

  • დაიწყო და სწორად ჩამოაყალიბო პროექტი;

  • დაუკავშირო პროექტი ორგანიზაციის მიზნებს;

  • განსაზღვრო პროექტის მიზანი, შედეგები და წარმატების კრიტერიუმები;

  • მართო მოთხოვნები და პროექტის შინაარსი;

  • დაგეგმო სამუშაოები, დამოკიდებულებები და ვადები;

  • დაგეგმო და მართო რესურსები;

  • შეადგინო და აკონტროლო პროექტის ბიუჯეტი;

  • გამოავლინო, შეაფასო და მართო რისკები;

  • განსაზღვრო და აკონტროლო ხარისხი;

  • მართო შესყიდვები და მომწოდებლები;

  • მართო დაინტერესებული მხარეები და პროექტის კომუნიკაცია;

  • აკონტროლო პროექტის შესრულება და დროულად გამოავლინო გადახრები;

  • შეაფასო ცვლილებების გავლენა და მართო ცვლილებები;

  • გამოიყენო Agile (Scrum) მიდგომა შესაბამის პროექტის გარემოში;

  • დააბალანსო პროექტის სხვადასხვა შეზღუდვა და შეაფასო შესაძლო მოქმედებები რთულ სიტუაციებში;

  • სწორად დაასრულო პროექტი და შეაფასო მიღებული შედეგი.

​

​

პროგრამის პრაქტიკული მიდგომა

​

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ ერთ სიმულირებულ პროექტზე, რომელიც სესიიდან სესიამდე განვითარდება.

​

ისინი შექმნიან პროექტის ძირითად სამუშაო დოკუმენტებს, შეხვდებიან ცვლილებებსა და შეზღუდვებს და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას მოახდენს პროექტის შემდგომ განვითარებაზე.

​

მონაწილეები არა მხოლოდ ისწავლიან პროექტის მართვის ინსტრუმენტებს, არამედ პრაქტიკაში გამოცდიან გადაწყვეტილების მიღებას, შედეგების შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მოქმედების კორექტირებას.

​

ყოველ ეტაპზე მიიღებენ უკუკავშირს შესრულებულ სამუშაოზე, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და არჩეულ მიდგომაზე.

​

​

AI ინსტრუმენტები პრაქტიკულ სამუშაოში

​

AI პროგრამაში ცალკე თეორიული თემა არ არის.

​

მის გამოყენებას ისწავლი უშუალოდ პროექტის მართვის სამუშაო პროცესში იქ, სადაც მას შეუძლია ინფორმაციის დამუშავება, სამუშაოს დაჩქარება და პროექტის დოკუმენტების მომზადების მხარდაჭერა.

​

​​ამავე დროს, პროგრამაში ყურადღება ექცევა AI-ის შედეგების შეფასებასაც, რას შეიძლება დაეყრდნო, რა უნდა გადაამოწმო და სად არის საჭირო პროექტის მენეჯერის პროფესიული შეფასება.

​

​

სერტიფიკატი

​

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ KN Institute for Leadership & Resilience-ის სერტიფიკატს.

​

​​

პროგრამის სილაბუსი

​

სესია 1 — როგორ დავიწყოთ პროექტი სწორად?

  • რა არის პროექტი და როგორ ქმნის ღირებულებას

  • პროექტის კავშირი ორგანიზაციის მიზნებთან და სტრატეგიასთან

  • პროექტის მართვის ძირითადი მიდგომები: Predictive, Agile და Hybrid

  • პროექტის მართვის მიდგომის შერჩევა და პროექტის კონტექსტზე მორგება

  • პროექტის შიდა და გარე გარემო

  • პროექტის ძირითადი როლები და პასუხისმგებლობები

  • პროექტის მართვის სტრუქტურა და გადაწყვეტილების უფლებამოსილებები

​პრაქტიკული სამუშაო: სიმულირებული პროექტის საწყისი მოცემულობისა და გარემოს ანალიზი — რა ვიცით, რა ინფორმაცია გვაკლია და რა უნდა გავარკვიოთ პროექტის დაგეგმვის დაწყებამდე.

​

სესია 2 — როგორ ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზანი და საფუძველი?

  • პროექტის საჭიროების განსაზღვრა

  • პროექტის მიზნის ჩამოყალიბება

  • მოსალოდნელი შედეგები

  • წარმატების კრიტერიუმები

  • დაშვებები და შეზღუდვები

  • ძირითადი დაინტერესებული მხარეების გამოვლენა

  • პროექტის ქარტიის (Charter) ძირითადი კომპონენტები

​პრაქტიკული სამუშაო: მიღებული დამატებითი ინფორმაციის საფუძველზე პროექტის ქარტიის შექმნა.

​

სესია 3 — როგორ განვსაზღვროთ პროექტის შინაარსი?

  • მოთხოვნების გამოვლენა და დაზუსტება

  • პროექტის შედეგების განსაზღვრა

  • პროექტის შინაარსის ჩამოყალიბება

  • რა შედის და რა არ შედის პროექტში

  • სამუშაოს დაშლა მართვად ნაწილებად

  • მიღების კრიტერიუმების განსაზღვრა

  • პროექტის შინაარსის უკონტროლო ზრდის თავიდან აცილება

პრაქტიკული სამუშაო: პროექტის მოთხოვნებისა და შინაარსის დაზუსტება  და სამუშაოთა იერარქიული სტრუქტურის (WBS) შექმნა.

​

სესია 4 — როგორ დავგეგმოთ პროექტის ვადები?

  • შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა

  • სამუშაოების თანმიმდევრობა და დამოკიდებულებები

  • სამუშაოების ხანგრძლივობის შეფასება

  • საკვანძო ეტაპების განსაზღვრა

  • პროექტის განრიგის შექმნა 

  • განრიგის ვიზუალიზაცია

პრაქტიკული სამუშაო: შექმნილი WBS-ის საფუძველზე პროექტის განრიგის შემუშავება და ახალი შეზღუდვის გავლენის შეფასება.

​

სესია 5 — როგორ დავგეგმოთ და ვმართოთ პროექტის რესურსები?

  • პროექტისთვის საჭირო ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსები

  • რესურსების საჭიროების შეფასება

  • რესურსების ხელმისაწვდომობა და დატვირთვა

  • როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება

  • პასუხისმგებლობების მატრიცა (RACI)

  • რესურსული შეზღუდვების გავლენა პროექტზე

  • გუნდის მუშაობის ძირითადი პრინციპები

პრაქტიკული სამუშაო: პროექტისთვის საჭირო რესურსებისა და პასუხისმგებლობების დაგეგმვა, RACI მატრიცის შექმნა და რესურსის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვის პირობებში გეგმის გადახედვა.

​

სესია 6 — როგორ შევქმნათ და ვმართოთ პროექტის ბიუჯეტი?

  • პროექტის ხარჯების შეფასება

  • პროექტის ბიუჯეტის შედგენა

  • გაუთვალისწინებელი ხარჯების რეზერვები

  • ბიუჯეტური შეზღუდვები

  • ბიუჯეტის, შინაარსის, ვადებისა და რესურსების ურთიერთკავშირი

პრაქტიკული სამუშაო: არსებული შინაარსის, განრიგისა და რესურსული გეგმის საფუძველზე პროექტის ბიუჯეტის მომზადება და ბიუჯეტური შეზღუდვის გავლენის შეფასება.

​

სესია 7 — როგორ ვმართოთ დაინტერესებული მხარეები და კომუნიკაცია?

  • დაინტერესებული მხარეების გამოვლენა და ანალიზი

  • ინტერესების, გავლენისა და მოლოდინების შეფასება

  • ჩართულობის დაგეგმვა და მართვა

  • პროექტში ინფორმაციის საჭიროების განსაზღვრა

  • კომუნიკაციის არხები და პერიოდულობა

  • ანგარიშგება გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად

  • პროექტის მდგომარეობის ეფექტური კომუნიკაცია

  • რთული კომუნიკაცია, უთანხმოება და მოლოდინების მართვა

პრაქტიკული სამუშაო: პროექტის დაინტერესებული მხარეებისა და კომუნიკაციის მიდგომის შემუშავება, პროექტში განვითარებულ რთულ საკომუნიკაციო სიტუაციაზე რეაგირება.

​

სესია 8 — როგორ ვმართოთ პროექტის რისკები?

  • პროექტის რისკების გამოვლენა

  • რისკების სწორად ჩამოყალიბება

  • რისკის მიზეზი და შესაძლო შედეგი

  • რისკის ალბათობისა და გავლენის შეფასება

  • რისკების პრიორიტეტიზაცია

  • რეაგირების გზების განსაზღვრა

  • რისკზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა

  • რეზერვები და საგანგებო მოქმედებები

  • რისკების მონიტორინგი

პრაქტიკული სამუშაო: პროექტის რისკების რეესტრის შექმნა, რისკების შეფასება და რეაგირების დაგეგმვა. პროექტის განვითარებისას ახალი ინფორმაციის საფუძველზე რისკების გადახედვა და შესაბამისი მოქმედებების განსაზღვრა.

​

სესია 9 — როგორ ვმართოთ ხარისხი პროექტში?

  • ხარისხის მოთხოვნების განსაზღვრა

  • მიღების კრიტერიუმები

  • ხარისხის დაგეგმვა

  • ხარისხის უზრუნველყოფა

  • ხარისხის კონტროლი

  • ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენა და მართვა

პრაქტიკული სამუშაო: პროექტის ხარისხის მოთხოვნებისა და კონტროლის მიდგომის განსაზღვრა, შესრულების პროცესში გამოვლენილი ხარისხის პრობლემის შეფასება მიღების კრიტერიუმებთან მიმართებით.

​

სესია 10 — როგორ ვმართოთ შესყიდვები და მომწოდებლები?

  • როდის სჭირდება პროექტს გარე შესყიდვა

  • შესყიდვის საჭიროების განსაზღვრა

  • მომწოდებლის შერჩევის კრიტერიუმები

  • შეთავაზებების შეფასება

  • ხელშეკრულებების ძირითადი ტიპები

  • ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პროექტის რისკები

  • მომწოდებლის მუშაობის მონიტორინგი და მართვა

პრაქტიკული სამუშაო: პროექტისთვის მომწოდებლის ვარიანტების შეფასება, არჩევანის დასაბუთება და შერჩეული მომწოდებლის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემური სიტუაციის შეფასება და მართვა.

​

სესია 11 — როგორ ვაკონტროლოთ პროექტის შესრულება?

  • პროექტის გეგმისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შედარება

  • შინაარსის, ვადების, ბიუჯეტის, რესურსების, ხარისხისა და რისკების კონტროლი

  • გადახრების აღმოჩენა და ანალიზი

  • საკვანძო მაჩვენებლები და ეტაპები

  • გამოსასწორებელი მოქმედებების განსაზღვრა

პრაქტიკული სამუშაო: პროექტის გეგმისა და მიღებული ფაქტობრივი მონაცემების შედარება, გადახრებისა და მათი მიზეზების შეფასება, შემდგომი მოქმედებების განსაზღვრა.

​

სესია 12 — როგორ ვმართოთ ცვლილებები პროექტში?

  • რა ითვლება პროექტის ცვლილებად

  • ცვლილების მოთხოვნის მიღება და შეფასება

  • ცვლილების გავლენის ანალიზი

  • შესაძლო ვარიანტებისა და კომპრომისების შეფასება

  • ცვლილების შეთანხმება და დამტკიცება

  • ცვლილებების კონტროლი

პრაქტიკული სამუშაო: პროექტში მიღებული მნიშვნელოვანი ცვლილების მოთხოვნის გავლენის შეფასება შინაარსზე, ვადებზე, ბიუჯეტზე, რესურსებზე, რისკებსა და დაინტერესებულ მხარეებზე; შესაძლო ვარიანტების შედარება და რეკომენდაციის დასაბუთება.

​

სესია 13 — როგორ გამოვიყენოთ Agile (Scrum) პროექტის მართვაში?

  • როდის არის Agile მიდგომა მიზანშეწონილი

  • Agile-ის ძირითადი პრინციპები

  • Scrum-ის ძირითადი პასუხისმგებლობები

  • Scrum-ის ძირითადი მოვლენები (Events) და არტეფაქტები (Artifacts)

  • მიდგომის პროექტის საჭიროებებზე მორგება

პრაქტიკული სამუშაო: მიმდინარე პროექტის კონკრეტული ნაწილის შეფასება Agile/Scrum მიდგომის გამოყენების მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და შესაბამისი სამუშაო მიდგომის შემუშავება.

​

სესია 14 — როგორ ვმართოთ პროექტი რთულ სიტუაციაში და მივიყვანოთ შედეგამდე?

  • პროექტის სხვადასხვა ასპექტის ერთიანად დანახვა

  • შინაარსის, დროის, ბიუჯეტის, რესურსების, ხარისხისა და რისკების ურთიერთკავშირი

  • რამდენიმე ერთდროული პრობლემის შეფასება

  • პრიორიტეტების განსაზღვრა

  • შესაძლო ვარიანტებისა და კომპრომისების შეფასება

  • გადაწყვეტილებების მიღება და დასაბუთება

  • საკითხების შესაბამის დონეზე გატანა

  • პროექტის შედეგების მიღება და გადაბარება

  • პროექტის დასრულება

  • პროექტის შედეგების, შექმნილი ღირებულების, მდგრადობის ასპექტებისა და საერთო წარმატების შეფასება

  • მიღებული გამოცდილების შეჯამება

პრაქტიკული სამუშაო: 13 სესიის განმავლობაში განვითარებული პროექტის საბოლოო მდგომარეობის ერთიანად შეფასება, რამდენიმე ერთდროული საკითხის პრიორიტეტიზაცია, შესაძლო მოქმედებებისა და კომპრომისების შეფასება, გადაწყვეტილებების მიღება და დასაბუთება, პროექტის დასრულება და მიღებული შედეგებისა და გამოცდილების შეჯამება.

​

​

 

პროგრამის ფორმატი

​​

  • 14 ონლაინ შეხვედრა | 38 საათი

  • ერთი განვითარებადი სიმულირებული პროექტი მთელი პროგრამის განმავლობაში

  • პრაქტიკული მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება ყველა სესიაზე

  • AI ინსტრუმენტების გამოყენება პრაქტიკული მუშაობის პროცესში

  • უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოსა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე

  • სასწავლო მასალები: თემატური რიდერები, პროექტის შაბლონები და სიმულაციის მასალები

  • მცირე ჯგუფი

​

​​

​

ტრენერი

ქრისტინე ნაჭყებია, PMP®, PMI-ACP®

​

პროექტებისა და პროგრამების მართვის პროფესიონალი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით.

PMP® (2016) და PMI-ACP® (2023) სერტიფიცირებული.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია აქ. 

​​

​​პროგრამის დაწყება:

19 ოქტომბერი


ფასი: 950 ლარი

​​

​

რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას პროგრამის განრიგისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ პროგრამის რეგისტრაციისა და თქვენთან კომუნიკაციისთვის.

bottom of page